თებერვალში Extra.ge-ის მომხმარებლებისთვის mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტზე განსაკუთრებული შეთავაზება გვქონდა. ონლაინ შოპინგისას საჩუქრად იღებდი 1GB-ს. ვრცლად შეთავაზების პირობებსა და ინტერნეტ პაკეტის აქტივაციაზე დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით.
რას გულისხმობს შეთავაზება
ყველას, ვინც 1-14 თებერვალს Extra.ge-ის სერვისით ისარგებლა და მინიმუმ 100-ლარიანი შეკვეთა განათავსა, შანსი ჰქონდა, მიეღო 1GB უფასო ინტერნეტი. სამოგზაურო ინტერნეტით პირველი 1500 იღბლიანი მომხმარებელი დასაჩუქრდა. მათ SMS-ის სახით გაეგზავნათ უნიკალური პრომო კოდი, რომლის გამოყენებაც ერთჯერადად, გაცემიდან 1 წლის ვადაში არის შესაძლებელი.
პრომოკოდის გამოყენების ინსტრუქცია
თუ ჩვენი იღბლიანი აბონენტების სიაში შენც მოხვდი, პრომოკოდის გააქტიურებას სწრაფად და მარტივად შეძლებ. გამგზავრებამდე ეწვიე ჩვენს ვებსაიტს ან გადმოწერე mobineX-ის აპლიკაცია. თუ ჯერ არ ხარ mobineX-ელი, გაიარე რეგისტრაცია და პრომო კოდის ველში მიუთითე კოდი, რომელიც SMS-ის სახით მიიღე. შეარჩიე შენზე მორგებული პაკეტი ქვეყნის ან რეგიონის მიხედვით და მიუთითე ფიზიკური SIM ბარათი გსურს თუ ელექტრონული eSIM. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ საჩუქრად მიიღებ შენს კუთვნილ 1GB-ს.
mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი
mobineX-ი ქართველ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის უსწრაფეს სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. ჩვენი სერვისით სარგებლობას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ. აქტივაცია შესაძლებელია ფიზიკური SIM ბარათის ან ელექტრონული eSIM-ის სახით. იმ ქვეყნებში, სადაც არის 5G სიხშირე, ჩვენი მომსახურებაც ამ სიხშირეზე იმუშავებს.
შეჯამება
თებერვლის აქციის ფარგლებში Extra.ge-ის მომხმარებლებმა საჩუქრად მიიღეს 1GB უფასო სამოგზაურო ინტერნეტი. ჩვენ განვაგრძობთ პარტნიორ კომპანიებთან ერთად აბონენტების კომფორტსა და კეთილდღეობაზე ზრუნვას. ასე რომ, მომავალში კიდევ ბევრი სიურპრიზი გელოდება წინ.