none
eSIM-ის ინსტალაციის ინსტრუქცია

“eSIM-ის ინსტალაციის ინსტრუქცია”

ზოგადი ინფორმაცია
28.05.2026

გაითვალისწინე, mobineX-ის eSIM-ი გააქტიურდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დანიშნულების ადგილზე ჩახვალ, თუმცა ინსტალაცია წინასწარ, გაფრენამდე შეგიძლია. eSIM-ის დაყენება გავლენას არ მოახდენს MB-ების არსებულ ოდენობასა და პაკეტის მოქმედების დროზე (გამონაკლისი შემთხვევები იხილე პაკეტის დეტალურ აღწერაში). იმ შემთხვევაში, თუ eSIM-ი მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას, ის გააქტიურდება ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ხვდება პაკეტის დაფარვის არეალში (გამონაკლისი შემთხვევები იხილე პაკეტის აღწერაში)

iPhone-ისთვის


  • eSIM-ის QR კოდი რაიმე სხვა მოწყობილობაში (ლეპტოპში ან სხვა ტელეფონში) გახსენი ან ეკრანი დასქრინე და ფოტო გალერეაში შეინახე

  • გახსენი მობილურის პარამეტრები, იგივე „setting”-ები

  • დააჭირე “MOBILE SERVICE”-ს ან “CELLULAR”-ს

  • დააჭირე ღილაკს - “add eSIM”

  • აირჩიე ფუნქცია - “USE QR CODE”

  • კამერა რომ გაიხსნება, დაასკანერე შენი QR კოდი (აუცილებელია იმ მოწყობილობით დასკანერება, რომლითაც აპირებ ინტერნეტის გამოყენებას). გათვალისწინე, QR კოდები არის ერთჯერადი.

  • ინსტალაციის შემდეგ, დააჭირე ახლად დამატებულ eSIM-ს

  • ჩართე “DATA ROAMING”

  • გამორთე “LIMIT IP ADDRESS TRACKING”

  • “MOBILE DATA”-ში მონიშნე mobineX-ის eSIM

  • ინტერნეტის გამოყენებისთვის დარწმუნდი, რომ გამორთულია ფუნქცია - “ALLOW MOBILE DATA SWITCHING”


იმისთვის, რომ ინტერნეტი დიდი ოდენობით არ გაიხარჯოს, რეკომენდაციის სახით გირჩევთ, ფოტო/ვიდეოს სინქრონიზაცია გამორთული გქონდეს.


Android-ისთვის


  • eSIM-ის QR კოდი რაიმე სხვა მოწყობილობაში (ლეპტოპში ან სხვა ტელეფონში) გახსენი ან ეკრანი დასქრინე და ფოტო გალერეაში შეინახე

  • გახსენი მობილურის პარამეტრები, იგივე „setting”-ები

  • დააჭირე - “CONNECTIONS”-ს (კავშირები)

  • გახსენით “SIM MANAGER” (SIM-ების მმართველი)

  • დააჭირე ღილაკს - “add eSIM” ან “+eSIM”

  • კამერა რომ გაისხნება, დაასკანერე QR კოდი (ასევე შეგიძლია გალერეადან დაასკანერო დასქრინული QR კოდი)

  • დაბრუნდი “CONNECTIONS”-ში (კავშირები) და დააჭირე ღილაკს - “MOBILE NETWORKS” (მობილური ქსელები)

  • გააქტიურე “DATA ROAMING” (მონაცემთა როუმინგი)

  • მობილური ინტერნეტის გამოყენებისთვის აირჩიე mobineX-ის eSIM

  • დარწმუნდი, რომ “SIM MANAGER”-ში, mobineX-ის SIM/eSIM-ზე გამორთული გაქვდ “ALLOW 2G SERVICE”


იმისთვის, რომ ინტერნეტი დიდი ოდენობით არ გაიხარჯოს, რეკომენდაციის სახით გირჩევთ, ფოტო/ვიდეოს სინქრონიზაცია გამორთული გქონდეს.