none
Dressup.ge და mobineX დამეგობრდნენ - მოემზადე მოგზაურობისთვის ჩვენთან ერთად

“Dressup.ge და mobineX დამეგობრდნენ - მოემზადე მოგზაურობისთვის ჩვენთან ერთად”

ზოგადი ინფორმაცია
08.06.2026

mobineX-ს კიდევ ერთი ახალი პარტნიორი ჰყავს. იმისთვის, რომ შენი მოგზაურობა უფრო სასიამოვნო გამოცდილებად ვაქციოთ და საზღვარეთ წასასვლელად მომზადების პროცესი გაგიმარტივოთ, ამჯერად ჩვენი ძალები ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ონლაინ შოპინგ პლატფორმასთან - DRESSUP.GE-ისთან გავაერთიანეთ. 


ექსკლუზიური თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები ელით. კონკრეტულ დეტალებს ვრცლად DRESSUP.GE-ის საიტზე ან აპლიკაციაში შეგიძლია გაეცნო. 

მოემზადე სამოგზაუროდ DRESSUP.GE-ზე

DRESSUP.GE 30 წელზე მეტია ზრუნავს საქართველოში მოდის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაზე. ჯერ კიდევ 1994 წლიდან სთავაზობს მომხმარებელს მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს და თითოეულ ადამიანს საკუთარი სტილისა და იდენტობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. 


DRESSUP.GE-ზე 100-ზე მეტი ბრენდის კოლექციაა წარმოდგენილი. მათ შორის, სამგზავრო ჩანთები, მოგზაურობისთვის შესაბამისი სპორტული ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, ქუდი და სათვალეები. კოლექცია სხვადასხვა სტილისა და გემოვნების ადამიანზეა მორგებული. არჩევანის მრავალფეროვნება ამარტივებს ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება მოგზაურობაში დაგჭირდეს, სახლიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში შეიძინო. აქ იპოვი, ისეთი ბრენდების კოლექციებს, როგორებიცაა: Calvin Klein, Lacoste, Adidas, Nike, Tommy Hilfiger,  Vans, Converse, Birkenstock, Crocs, Ambitious, Marco Tozzi და სხვა. 


მოგზაურობისთვის გამძლე, ხარისხიანი, კომფორტული, პრაქტიკული და, ცხადია, დახვეწილი ვიზუალის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი გჭირდება. თუ ახალ ადგილებში, ახალი გარეგნობით გინდა წარსდგე და ეს დაუვიწყარი მომენტები ფოტოებზე აღბეჭდო, დროა, გარდერობის განახლებაზე იზრუნო. ამაში კი DRESSUP.GE დაგეხმარება.

როუმინგ ინტერნეტის შეძენა არ დაგავიწყდეს

ახალი გარდერობის გარდა, მოგზაურობაში აუცილებლად დაგჭირდება როუმინგ ინტერნეტი. წინასწარ შეგახსენებთ, MB-ების მომარაგება არ დაგავიწყდეს! შესაბამისი სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის შერჩევაში mobineX-ის AI ასისტენტი დაგეხმარება. მიუთითე, სად მიემგზავრები, რამდენი ხნით და ჩვენი AI ასისტენტი ყველაზე ოპტიმალურ მობილურ ინტერნეტ პაკეტებს შემოგთავაზებს. 


eSIM-ის ინსტალაციის ინსტრუქციას ნახავ აქ

mobineX-ის შეთავაზებები აბონენტებს

mobineX-ი სხვადასხვა პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. ეს შეთავაზებები განსხვავებულ მიმართულებებს ფარავს და კონკრეტულად იმ ტიპის სერვისებზეა, რომლებიც მოგზაურობის დროს შეიძლება გამოგადგეს. სამოგზაურო დაზღვევა, ტრასნპორტის ბილეთები, ფრენის კომპენსაცია, ვიზისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სხვადასხვა კულტურული თუ სპორტული ღონისძიების ბილეთები, შეღავათები მაღაზიებსა და რესტორნებში - ეს სიის მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. 


გაითვალისწინე, შეთავაზებების ჩართვის პროცესში მთავარი გასაღები პრომო კოდია. პრომო კოდი პარტნიორი კომპანიის საიტზე შეგიძლია მოძებნო. შეთავაზების გვერდზე, ბანერზე, აქციის აღწერაში ან checkout-ის ეტაპზე დაგხვდება. ამ კოდს mobineX-ის პლატფორმაზე ინტერნეტის აქტივაციის დროს შეიყვან და ავტომატურად გააქტიურდება შესაბამისი შეთავაზება.