none
შეიძინე mobineX-ის პაკეტები Top Card-ით და გადაანაწილე ხარჯი მარტივად

“შეიძინე mobineX-ის პაკეტები Top Card-ით და გადაანაწილე ხარჯი მარტივად”

ზოგადი ინფორმაცია
14.04.2025

mobineX-ის მიზანია ქართველი აბონენტებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახადოს. ჩვენ გთავაზობთ მობილურ ინტერნეტს ყველაზე ოპტიმალური ტარიფებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა შეინარჩუნო მუდმივი კავშირი და უპრობლემოდ შეძლო უცხო ქუჩებში გადაადგილება. იმისთვის, რომ როუმინგ ინტერნეტი შენთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს, პარტნიორ კომპანიებთან ერთად სხვადასხვა სიურპრიზი გვაქვს. ერთ-ერთი ასეთი შეთავაზებაა ხარჯების გადანაწილების შესაძლებლობა. 15 აპრილამდე mobineX-ის ნებისმიერი ინტერნეტ პაკეტის Top|Card-ით შეძენის შემთხვევაში, შენ შეგიძლია ხარჯები 6 თვეზე გადაანაწილო, ეფექტურ 0%-ად. 

რა არის Top|Card?

Top|Card ლიბერთი ბანკის სუპერ ბარათია, რომლის საშუალებითაც წინასწარ შეგიძლია დაიმტკიცო 250-დან 15 000 ლარამდე სასურველი ლიმიტი. ბარათს აქვს გადახდის მოქნილი გრაფიკი: შენ თავად ირჩევ, სხვადასხვა ობიექტში დახარჯულ თანხას შემოთავაზებულ ვადებში დანამატის გარეშე დაფარავ. Top|Card-ზე დამტკიცებული თანხის განაღდება საქართველოში და საზღვარგარეთ ნებისმიერი ბანკომატიდან შეგიძლია. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, დანიშნულების ადგილას ჩასვლის შემდეგაც შეძლებ სამოგზაურო ინტერნეტის შეძენას. 


Top|Card-ის აღება ვებგვერდზე, ლიბერთის ფილიალებსა და პარტნიორ სავაჭრო ობიექტებში განვადების მენეჯერებთან შეგიძლია.

რატომ უნდა შეიძინო mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტი

mobineX-ი მომხმარებლებს ყველაზე სწრაფ და იაფ მობილურ ინტერნეტს სთავაზობს. ჩვენი პაკეტები სპეციალურად მოგზაურებისა და ტურისტებისთვის არის შექმნილი. შეგიძლია, შეიძინო ფიზიკური SIM ან eSIM მობილური ინტერნეტი. სერვისები მოიცავს როგორც სტანდარტულ, ასევე ულიმიტო პაკეტებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ცალკეული ქვეყნებისთვის, რეგიონებისთვის ან საერთაშორისო გამოყენებისთვის. შეგიძლია აირჩიო 3, 7, 14, 15 ან 30-დღიანი პაკეტები, ასევე ულიმიტო ინტერნეტი. ტარიფები იცვლება ქვეყნის მიხედვით, ხოლო იმ ადგილებში, სადაც ხელმისაწვდომია 5G მომსახურება, mobineX-ი უზრუნველყოფს 5G ინტერნეტს.

შეარჩიე შენზე მორგებული ინტერნეტ პაკეტი

ინტერნეტ პაკეტის შერჩევისას, პირველ რიგში, საკუთარ საჭიროებებზე უნდა დაფიქრდე. სასურველი ლოკაციის მიხედვით კონკრეტულად ამ ადგილის შესაბამის ოპტიმალურ შეთავაზებას იპოვი. თვალი გადაავლე ინტერნეტ პაკეტების კატალოგს, გადახედე ტარიფებსა და პირობებს და აარჩიე შენზე მორგებული ალტერნატივა. რამდენი ხნით აპირებ საზღვარგარეთ დარჩენას? MB-ების რაოდენობაც ამის შესაბამისად შეგიძლია იყიდო. დაფიქრდი, რომელი ვარიანტი იქნება შენთვის ყველაზე შეღავათიანი, იმის მიხედვით, ძირითადად რისთვის დაგჭირდება ინტერნეტთან კავშირი. ეს ყველაფერი არჩევანის გაკეთებას გაგიმარტივებს. 

mobineX-ის სპეციალური შეთავაზებები

mobineX-ს თავისი აბონენტებისთვის პერიოდულად ექსკლუზიური შეთავაზებები აქვს. ჩვენ ვთანამშრომლობთ არაერთ წამყვან კომპანიასთან, რათა სამოგზაურო ინტერნეტი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. Top|Card-ის შეთავაზებაც ამ მისიის ნაწილია. თუ სამოგზაუროდ წასვლას აპირებ, აუცილებლად ადევნე თვალი ჩვენს სიახლეებს, რომ არ გამოგრჩეს შენთვის ხელსაყრელი აქციები. 

შეჯამება

Top|Card-ის დახმარებით ჩვენს სამოგზაურო ინტერნეტს შენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით შეიძენ. თუ თანხის დაზოგვა გინდა, შეგიძლია, კომპრომისის გარეშე მაინც შენთვის ყველაზე კომფორტულ ალტერნატივაზე შეაჩერო არჩევანი და ხარჯები 6 თვეზე გადაანაწილო. გამოიყენე ეს უნიკალური შანსი და გახადე შენი მოგზაურობა უფრო მარტივი და კომფორტული mobineX-ის სამოგზაურო ინტერნეტთან ერთად.