თუ ამ ზაფხულს ლეგენდარული კეი-პოპ (K-pop) ბენდის, BTS-ის კონცერტზე გერმანიაში მიემგზავრები, წინ თავდაუვიწყარი გამოცდილება გელის. BTS მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და პოპულარული მუსიკალური ჯგუფია, რომლის საოცარი ენერგეტიკა, ქორეოგრაფია და მსოფლიო დონის პერფორმანსი ნებისმიერისთვის შთამბეჭდავი და მომნუსხველია. მით უმეტეს, მაშინ, თუ მათი აქტიური მსმენელი ხარ და ARMY-ის რიგებში ეწერები.
BTS-ის ამჟამინდელი ტურის ფარგლებში, მიუნხენში კონცერტი 11-12 ივლისს გაიმართება. თუ ამ პერფორმანსისთვის გერმანიაში მიდიხარ, აუცილებლად დაგჭირდება სტაბილური როუმინგ ინტერნეტი.
შეგახსენებთ, იმისთვის, რომ კონცერტის უმნიშვნელოვანესი მომენტები და ემოციები მეგობრებს პირდაპირ რეჟიმში გაუზიარო, MB-ები წინასწარ მოიმარაგე!
როუმინგ ინტერნეტი გერმანიაში
mobineX-ი მოგზაურებს გერმანიის მიმართულებით ინტერნეტ პაკეტების უზარმაზარ არჩევანს სთავაზობს. შენ შეგიძლია აარჩიო როგორც კონკრეტული ლოკალური პაკეტი, ისე ევროპის რეგიონალური პაკეტი. რეგიონალური პაკეტი უფრო ხელსაყრელი ვარიანტია, თუ გერმანიის გარდა, კონცერტამდე ან კონცერტის შემდეგ ევროპის სხვა ქვეყნების მონახულებასაც აპირებ. ამ შემთხვევაში, ერთი პაკეტით სხვადასხვა ლოკაციაზე შეგიძლია იმოგზაურო. ამასთან, mobineX-ის კატალოგში ხელმისაწვდომია სტანდარტული და ულიმიტო პაკეტები. არჩევანი შენს პრეფერენციებზეა დამოკიდებული. გააჩნია, საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში რამდენად ხშირად და აქტიურად მოგიწევს როუმინგ ინტერნეტით სარგებლობა.
თუ გსურს გაეცნო სრულ ჩამონათვალს, დაათვალიერე გერმანიის როუმინგ ინტერნეტ პაკეტები. თვალი გადაავლე ჩვენს კატალოგს და აირჩიე შენთვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი დღეებისა და MB-ების სასურველი რაოდენობის მიხედვით. მობილური ინტერნეტის გააქტიურებას სწრაფად და მარტივად, სახლიდან გაუსვლელად - ელექტრონული eSIM-ის დახმარებით შეძლებ.
შეარჩიე გერმანიის ინტერნეტ პაკეტი AI ასისტენტის დახმარებით
მრავალფეროვანი კატალოგიდან ოპტიმალური ინტერნეტ პაკეტის არჩევაში ჩვენი AI ასისტენტი შეგიძლია დაიხმარო. ეს არის ჭკვიანი ციფრული ხელსაწყო, რომელიც პრეფერენციების მიხედვით, სულ რამდენიმე წამში კონკრეტულად შენთვის შესაბამისი შეთავაზებების ჩამონათვალს მოგაწვდის. სისტემა მაქსიმალურად ზოგავს შენს დროს და ზედმეტ ხარჯს თავიდან აგარიდებს. უბრალოდ მიუთითებ დანიშნულების ადგილს (გერმანია), ასევე გასვლისა და უკან დაბრუნების ზუსტ თარიღებს. ციფრული ასისტენტი ავტომატურად შემოგთავაზებს ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტებს, რომლებიც ზუსტად ემთხვევა შენი მოგზაურობის ხანგრძლივობას.
რა უნდა გაითვალისწინო გერმანიაში მოგზაურობისას
ყოველთვის აჯობებს თადარიგი წინასწარ დაიჭირო და ინტერნეტ პაკეტი საქართველოდან გაფრენამდე შეიძინო. იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნით გეგმავ გერმანიაში დარჩენას, შესაბამის პაკეტს აარჩევ. თუ BTS-ის კონცერტის მერე რამდენიმე დღით დარჩენას, მიუნხენისა და ბავარიის სხვა ქალაქების ღირსშესანიშნაობების მონახულებას აპირებ, სანახაობებისა და მუზეუმების ბილეთები პირდაპირ ჩვენი აპლიკაციიდან შეგიძლია შეიძინო. ეს მოგზაურობის დაგეგმვას გაგიმარტივებს და აღარ მოგიწევს სხვადასხვა საიტზე დროის კარგვა.
თუ ამ დაუვიწყარ თავგადასავალში მეგობრებთან ერთად მიდიხარ, აუცილებლად ისარგებლე mobineX-ის რეფერალური სისტემით. პირად კაბინეტში არსებული უნიკალური კოდი გაუზიარე მეგობრებს, რომლებიც შენთან ერთად მიემგზავრებიან. შენი მოწვევით რეგისტრაციისას ისინი პირველ პაკეტზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებენ, შენ კი გადახდილი თანხის 15% COINEX ბონუს ქულების სახით დაგერიცხება. ამ დაგროვილი ქულებით სამოგზაურო ინტერნეტს სრულიად უფასოდ შეიძენ. რაც უფრო მეტ მეგობარს მოიწვევ, მით მეტს დაზოგავთ და გერმანიის ტურიც ბევრად უფრო ბიუჯეტური გამოვა.
შეჯამება
თუ გერმანიაში BTS-ის კონცერტზე აპირებ წასვლას, არ დაგავიწყდეს წინასწარ შეარჩიო შენზე მორგებული mobineX-ის როუმინგ ინტერნეტ პაკეტი. ჩვენ გთავაზობთ როგორც ლოკალურ, ისე რეგიონალურ ვარიანტებს ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის. ისარგებლე AI ასისტენტის დახმარებით და შეიძინე სასურველი პაკეტი წინასწარ. იმგზავრე mobineX-თან ერთად მშვიდად, უსაფრთხოდ და ისიამოვნე BTS-ის დაუვიწყარი პერფორმანსით!
პაკეტები