mobineX-ს შენთვის საჩუქარი ყოველთვის აქვს. ხშირად ისე ხდება, რომ მომხმარებელი პირად კაბინეტში შედის, როუმინგ ინტერნეტ პაკეტს ირჩევს და გადახდაზე გადადის, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი გვერდი გამორჩება – „გაიაქტიურე საჩუქარი“, რომელიც შენი კაბინეტის მთავარ მენიუშია.
ამ ბლოგში განვიხილავთ, სად იპოვი ამ ფუნქციონალს და როგორ გამოიყენო, რათა mobineX-ის პარტნიორი კომპანიების შეთავაზებები არ გამოგრჩეს იქნება ეს დამატებითი GB-ები, ბონუსები თუ სხვა სპეციალური საჩუქრები, რომლებიც მოგზაურობას უფრო კომფორტულად აქცევს.
სად იპოვი mobineX-ის საჩუქრებს
„გაიაქტიურე საჩუქარი“ გვერდი შენს პირად კაბინეტშია. ამ გვერდზე mobineX ერთ სივრცეში უყრის თავს მიმდინარე საჩუქრებსა და სპეციალურ შეთავაზებებს.
მის საპოვნელად უბრალოდ:
შედი პირად კაბინეტში.
გახსენი მთავარი მენიუ.
აირჩიე „გაიაქტიურე საჩუქარი“.
ამ გვერდზე ნახავ, რა ბენეფიტი და საჩუქარი გელოდება mobineX-ისგან.
რატომ უნდა შეამოწმო საჩუქრები ხშირად
„გაიაქტიურე საჩუქარი“ გვერდის რეგულარულად შემოწმება იმიტომ ღირს, რომ mobineX პარტნიორ კომპანიებთან ერთად ხშირად ამატებს ახალ ბენეფიტებს. შესაძლოა ეს საჩუქრები გამოტოვო, თუ სპეციალურად არ გადაამოწმებ. ზოგჯერ საჩუქარი კონკრეტულ პერიოდშია აქტიური, ზოგჯერ კი კონკრეტულ პარტნიორთან არის მიბმული.
ამ გვერდზე შეიძლება დაგხვდეს:
დამატებითი MB/GB საჩუქრად – მიმდინარე პაკეტზე ბონუსის ჩართვა.
ქეშბექი ან ბონუს ქულები (მაგ. COINEX-ის სახით) – რაც შემდეგ MB-ებში შეგიძლია გადაცვალო.
პრომო კოდით გააქტიურებადი შეთავაზებები – კოდი ხშირად პარტნიორის გვერდზე, ბანერზე ან checkout-ის ეტაპზეა, შენ კი უბრალოდ აქ ჩაწერ და ბენეფიტი ავტომატურად მოგენიჭება.
ამიტომ სანამ პაკეტს იყიდი, ერთი წუთით საჩუქრები გადაამოწმე, შეიძლება ზუსტად შენთვის იყოს რაღაც დამატებული.
რა არის COINEX?
COINEX-ი არის mobineX-ის ბონუს ქულები, რომლებიც შენს პირად კაბინეტში გიგროვდება. რეგისტრაციის შემდეგ თითოეულ აბონენტს პირად კაბინეტში აქვს ინდივიდუალური რეფერალური კოდი, შესაძლოა აქამდეც შეგიმჩნევია, მაგრამ მისი დანიშნულება არ იცოდი. ახლა კი უკვე მარტივია: ეს კოდი შეგიძლია გაუზიარო შენს ახლობლებს და ორივემ სარგებელი მიიღოთ.
როგორ მუშაობს?
შენს რეფერალურ კოდს უზიარებ მეგობარს/ოჯახის წევრს.
ახალი მომხმარებელი შენი კოდით რეგისტრაციისას მიიღებს 7%-იან ფასდაკლებას.
როცა ის mobineX-ზე პაკეტს შეიძენს, მისი გადახდილი თანხის 3% შენს პირად კაბინეტში COINEX ქულებად დაგერიცხება.
რაში შეგიძლია გამოიყენო COINEX-ები?
როგორც უკვე ვთქვით, COINEX ბონუს ქულებია. დაგროვილი ქულებით ახალი ინტერნეტ პაკეტის შეძენაც შეგიძლია, ანუ შემდეგ მოგზაურობაში უკვე შეღავათით ისარგებლებ.
შეჯამება
შეამოწმე საჩუქრები პაკეტის ყოველ შეძენამდე, შეიძლება სწორედ იქ გელოდებოდეს დამატებითი GB-ები, ქეშბექი ან პრომო შეთავაზება. COINEX-ით კი კიდევ უფრო მარტივად დააგროვებ ბონუსებს და შემდეგ მოგზაურობაში პაკეტს შეღავათით შეიძენ. შედი პირად კაბინეტში, გახსენი მენიუ და არ გამოტოვო შენი საჩუქარი.
პაკეტები