none
რა არის MVNO?

“რა არის MVNO?”

ზოგადი ინფორმაცია
20.03.2023

MVNO – Mobile Virtual Network Operator - მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი არის უკაბელო საკომუნიკაციო სერვისი პროვაიდერი, რომელიც სატელეფონო სერვისების მისაწოდებლად თავად არ ფლობს ფიზიკურ ქსელურ ინფრასტრუქტურას. მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად, MVNO–ები არიან მსხვილი საერთაშორისო კომპანიის პარტნიორები, იყენებენ მათ ტექნიკურ ინფრასტრუქტურას და მომხმარებელს სთავაზობენ მობილურ სატელეფონო სერვისს, განსხვავებული ბრენდით.

MVNO არის ტრადიციული მობილური ოპერატორების თანამედოვე და პოპულარული ალტერნატივა, რადგან ასეთი კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ ბევრად უფრო მოქნილ საფასო პოლიტიკასა და დამატებით უპირატესობებს.

მაგალითად, მსოფლიოში ზოგიერთი MVNO ფოკუსირებულია საშუალო და მაღალი ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებლებისთვის, ზოგიერთები კი პირიქით, შესაძლოა კომუნიკაციისას აქცენტს აკეთებდნენ ახალგაზრდა, მილენიალ მომხმარებლებზე.

საერთო ჯამში, MVNO არის საუკეთესო საშუალება, მომხმარებელმა მიიღოს ხარისხიანი სატელეფონო სერვისი, მისთვის საინტერესო და ახლობელი ბრენდისგან, დამატებითი ხარჯების გარეშე. MVNO–ების არსებობა მომხმარებელს აძლევს უფრო ფართო არჩევანს, მიიღონ ზუსტად და კონკრეტულად მათ ბიუჯეტსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისები.