"მობინექსი არის პირველი ქართული მობილური ოპერატორი
დიდ ბრიტანეთში. მობინექსი არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი
კომპანია. ჰოლდინგი ოპერირებს 17 წელზე მეტია სხვადასხვა ინდუსტრიაში როგორებიცაა საერთაშორისო
ფულადი გვზავნილები, საერთაშორისო საამანათო ქსელი და ტელეკომუნიკაცია.
სწორედ ჩვენი ჰოლიდინგის მრავალწლიან და ფუნდამენტურ
გამოცდილებას დავუმატეთ ახალგაზრდული იდეები და შევქმენით პირელი ქართული მობილური
ოპერატორი დიდ ბრიტანეტში.
ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულ სატელეკომუნიკაციო
მომსახურებას როგორც არის ლოკალური თუ საერთაშორისო ზარები, SMS–ები და მობილური ინტერნეტი.
ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ როგორც უნივერსალური ულიმიტო პაკეტებით, ასევე
მათ საჭიროებებზე მორგებული განსხვავებული სერვისებით როგორებიცაა მხოლოდ ზარები, მობილური
ინტერნეტი ან SMS-ები.
ჰოლდინგი მობინექსს საშუალებას აძლევს მომხმარებელი
გახადოს ეკოსისტემის წევრი და მიიღოს ჰოლდინგის სხვადასხვა სერვისები და შეთავაზებები
უნიკალურ ფასად.
ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ დიდ ბრიტანეთში
მცხოვრებ ქართველებს საშუალებას ვაძლევთ ჩვენივე მობილურის აპლიკაციით განახორციელონ
დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ზარები სრულიად უფასოდ და გამოაგზავნონ SMS–ები.
დაახლოებით 6 თვის წინ შევძელით და მივიღე საერთაშორისო
ქსელზე დაშვება. დღეის მდგომარეობით ყველა ტესტირება წარმატებით არის დასრულებული,
რაც საშუალებას გვაძლევს 2023 წლის მაისში დავიწყოთ ოფიციალურად ოპერირება დიდი ბრიტანეთის
ტერიტორიაზე.
მჯერა მობინექსი გასცდება დიდი ბრიტანეთის საზღვრებს და მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც შეძლებს მობილურ ოპერატორად ფუნქციონირებას."
რატი ახვლედიანი
mobineX–ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი