none

“eSIM-ის ინსტალაციის ინსტრუქცია iPhone-ისთვის”

სხვა სიახლეები

ინსტალაციის სახელმძღვანელო iOS 

მნიშვნელოვანი შენიშვნები:

    • eSIM-ის გასააქტიურებლად და წარმატებით დასაყენებლად, უნდა გქონდეთ სტაბილური ინტერნეტი

    • გამგზავრებამდე თქვენი eSIM-ის დაყენება გავლენას არ მოახდენს არსებულ ოდენობასა და მოქმედების დროზე; (გამონაკლისი შემთხვევა იხილეთ პაკეტის დეტალურ აღწერაში) თქვენი eSIM გააქტიურდება მხოლოდ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას და მოქმედების ვადა იწყება მას შემდეგ, რაც დაუკავშირდებით ადგილობრივ ოპერატორს. თუ eSIM მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას, ის გააქტიურდება ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ხვდება პაკეტის დაფარვის ზონაში. (გამონაკლისი შემთხვევები იხილეთ პაკეტის აღწერაში).


1. დაამატეთ eSIM მობილური ინტერნეტის გეგმა     

ამისათვის გადადით Settings > Mobile Data > Add Data Plan



 2. დააინსტალირეთ eSIM QR კოდის საშუალებით ან შეიტანეთ მონაცემები ხელით:

mobinex.ge-ზე პაკეტის ყიდვის შემდეგ ნახავთ თქვენს ინდივიდუალურ QR კოდს. დაასკანირეთ QR კოდი ან ხელით შეიყვანეთ თქვენი eSIM დეტალები.

 

3. შექმენით თქვენი eSIM-ის სახელი (ლეიბლი)

თქვენი eSIM-ის დამატების შემდეგ, შეგიძლიათ შექმნათ მისთვის ლეიბლი, რომელიც დაგეხმარებათ მის მართვაში და ამოცნობაში, მაგ. Mobinex.ge - (დანიშნულების ადგილი)



4. დააყენეთ თქვენი ძირითადი ნომერი როგორც Primary

დააყენეთ თქვენი ძირითადი ნომერი როგორც Primary, რათა გააგრძელოთ თქვენი ნომრის გამოყენება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან თქვენს კონტაქტებში დარეკვისა და შეტყობინებების გასაგზავნად და აირჩიეთ Continue.



5. დაამატეთ iMessage, FaceTime და Apple ID

iMessage-ისთვის, FaceTime-ისთვის და Apple ID-ისთვის და აირჩიეთ Primary და დააჭირეთ Continue-ს.


6. დააყენეთ თქვენი Travel SIM როგორც Default line მობილური ინტერნეტისთვის:

დააყენეთ თქვენი eSIM როგორც ძირითადი (Default),  რადგან ეს აუცილებელია შემდგომში APN პარამეტრების შემოწმებისათვის:

მნიშვნელოვანია: გამორთეთ „Allow Mobile Data Switching“, რათა თავიდან აიცილოთ შემთხვევითი როუმინგის გადასახადები თქვენს ძირითად ნომერზე


7. შეამოწმეთ, გჭირდებათ თუ არა თქვენი eSIM-ის APN პარამეტრების რედაქტირება

APN-ის სწორი მონაცემების შეტანა საჭიროა მობილურ ქსელზე წვდომისათვის.

გადადით mobinex.ge-ზე > ჩემი eSIM-ები > აირჩიეთ eSIM, რომელსაც აყენებთ > დააწკაპუნეთ ინსტალაციის ნებისმიერ ვარიანტზე APN დეტალების სანახავად.


8. განაახლეთ თქვენი APN პარამეტრები, საჭიროების შემთხვევაში:

გადადით Settings > Mobile Data > choose your eSIM plan > Mobile Data Network. და შეცვალეთ მონაცემი თქვენს eSIM APN პარამეტრებში. სხვა APN ველები არის არჩევითი (optional).


ზემოთ მოყვანილი ნაბიჯების დასრულების შემდეგ, ინსტალაცია დასრულებულია!

ამ დროისთვის შეგიძლიათ გამორთოთ თქვენი eSIM და ჩართოთ ის გამგზავრების წინ ან თვითმფრინავის დაჯდომის დროს. იხილეთ დამატებითი ინსტრუქციები ქვემოთ. თქვენი eSIM გააქტიურდება, როგორც კი თქვენი ტელეფონი დაუკავშირდება თქვენი დანიშნულების ქსელს.


ადგილზე ჩასვლისას: ჩართეთ თქვენი eSIM და ჩართეთ მონაცემთა როუმინგი


1. ჩართეთ თქვენი eSIM:

        გადადით Settings > Mobile Data > choose eSIM > Turn On This Line

 დარწმუნდით, რომ იყენებთ თქვენს eSIM-ს, როგორც ძირითადს მოგზაურობისას.

        გადადით Settings > Mobile Data > Primary > Choose active eSIM..     

მნიშვნელოვანი შენიშვნა: გთხოვთ, გამორთოთ მონაცემთა როუმინგი თქვენს ძირითად ნომერზე, რათა თავიდან აიცილოთ როუმინგის გადასახადი.


2. ზოგიერთი eSIM-ის მუშაობისთვის საჭიროა მონაცემთა როუმინგის ჩართვა.

შეამოწმეთ თქვენი eSIM ინსტალაციის დეტალები mobinex.ge-ზე ამის დასადასტურებლად.

მას შემდეგ რაც დაადგენთ, რომ საჭიროა ჩართვა, გადადით Settings > Mobile Data > Mobile Data again > აირჩიეთ თქვენი eSIM და ჩართეთ Data Roaming



როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა თქვენი eSIM აქტიური?

2 გზა eSIM აქტივაციის სტატუსის შესამოწმებლად

ეს პარამეტრი გამოიყენება ინსტალაციის დასრულების შემდეგ და მხოლოდ მაშინ, როცა დანიშნულების ადგილზე იმყოფებით. თქვენი eSIM უნდა დაუკავშირდეს ადგილობრივ ქსელს გასააქტიურებლად.

1. ეკრანის ზედა ნაწილში არსებული სტატუსის ზოლის აიქონები აჩვენებს თქვენი ორი ოპერატორის სიგნალის სიძლიერეს.

თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მეტი სტატუსის აიქონები როდესაც გახსნით საკონტროლო ცენტრს ქვემოთ გადაფურცლით.


2. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაიგოთ აქტივაციის შესახებ ორმაგი SIM ბარათის სტატუსის მეშვეობით:

გადადით Settings > Mobile Data > Data Plans > On/Off