none

“eSIM ინსტალაციის ინსტრუქცია Android-ისთვის”

სხვა სიახლეები
19.03.2024

ინსტალაციის სახელმძღვანელო Android

 

გაფრენამდე ან დანიშნულების ადგილზე

 

მნიშვნელოვანი შენიშვნები:

     • eSIM-ის გასააქტიურებლად და წარმატებით დასაყენებლად, უნდა გქონდეთ სტაბილური ინტერნეტი

     • გამგზავრებამდე თქვენი eSIM-ის დაყენება გავლენას არ მოახდენს არსებულ ოდენობასა და მოქმედების დროზე; (გამონაკლისი შემთხვევა იხილეთ პაკეტის დეტალურ აღწერაში) თქვენი eSIM გააქტიურდება მხოლოდ დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას და მოქმედების ვადა იწყება მას შემდეგ, რაც დაუკავშირდებით ადგილობრივ ოპერატორს. თუ eSIM მოიცავს ერთზე მეტ ქვეყანას, ის გააქტიურდება ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც ხვდება პაკეტის დაფარვის ზონაში. (გამონაკლისი შემთხვევები იხილეთ პაკეტის აღწერაში).

 

თქვენს მოწყობილობაზე eSIM-ის დამატების 2 გზა არსებობს.

(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეს ნაბიჯები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი მოწყობილობის მიხედვით):

 

ვარიანტი 1 - eSIM QR კოდის სკანირებით

eSIM-ის დასაყენებლად QR კოდის სკანირების გზით, გთხოვთ მიყვეთ ამ ნაბიჯებს:

1. mobinex.ge-ზე პაკეტის ყიდვის შემდეგ ნახავთ თქვენს ინდივიდუალურ QR კოდს

2. შედით თქვენს მოწყობილობის პარამეტრებში (Settings)

3. მოძებნეთ Mobile Network

4. აირჩიეთ + ნიშანი Mobile Network-ის გასწვრივ


 5. დააჭირეთ  „Next “ კითხვაზე „Don’t have a SIM card?“            

6. ახლა შეგიძლიათ თქვენი QR კოდის სკანირება              

7. საჭიროების შემთხვევაში, გადადით Network & Internet და აირჩიეთ Mobile network, რათა დააყენოთ ქსელის პრეფერენციები.

8. ჩართეთ eSIM მენიუში Mobile Network

9. ჩართეთ Mobile Data              

10. საჭიროების შემთხვევაში დააყენეთ APN (access point name) თქვენს მოწყობილობაზე. თუ APN პარამეტრები საჭიროა თქვენი eSIM-ისთვის, ის მითითებულია eSIM-ის ინსტალაციის აღწერაში.


 

ვარიანტი 2 - eSIM-ის ხელით დამატება

თუ QR კოდის სკანირებასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ ან QR კოდის სკანირებას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ხელით შეიყვანოთ eSIM დეტალები. გთხოვთ მიჰყევით ამ ნაბიჯებს: 

1. mobinex.ge-ზე პაკეტის ყიდვის შემდეგ ნახავთ მანუალური ინსტალაციის დეტალებს             

2. შედით თქვენის მოწყობილობის  Settings-ში            

3. მოძებნეთ Mobile Network

4. აირჩიეთ + ნიშანი Mobile Network-ის გასწვრივ

 


5. დააჭირეთ „Next “ კითხვაზე „Don’t have a SIM card?“

6. აირჩიეთ Enter Code Manually. აქ თქვენ შეძლებთ შემდეგ მონაცემთა ხელით შეყვანას:

    ა) SM-DP+ მისამართი

    ბ) აქტივაციის კოდი

    გ) დადასტურების კოდი (თუ საჭიროა)

 

7. ჩართეთ eSIM მენიუში Mobile Network

8. ჩართეთ Mobile Data               

9. ჩართეთ Data Roaming (გთხოვთ გამორთოთ როუმინგი ძირითად ნომერზე, რათა თავიდან აიცილოთ როუმინგის გადასახადი თქვენი ოპერატორის პროვაიდერისგან საზღვარგარეთ) 

10. საჭიროების შემთხვევაში დააყენეთ APN (access point name) თქვენს მოწყობილობაზე. თუ APN პარამეტრები საჭიროა თქვენი eSIM-ისთვის, ის მითითებულია eSIM-ის ინსტალაციის აღწერაში.