none
ვისთვის შეიქმნა mobineX–ი?

“ვისთვის შეიქმნა mobineX–ი?”

სხვა სიახლეები

"ჩვენი კომპანია დიდი ჰოლდინგის წევრია, რომელიც 17 წელზე მეტია მოსფლიოს მასშტაბით ემიგრაციაში მყოფ საზოგადოებას სთავაზობს სხვადასხვა მომსხურებებს როგორებიცაა ფულადი ოპერაციები, საფოსტო გზავნილები და სატელეკომუნიკაციო მომსახურება. 


 


სწორედ ამ მრავალწლიანმა გამოცდილებამ მიგვიყვანა მობინექს შექმნის იდეამდე. ტექნოლოგიური განვითარება მოგვცა შესაძლებლობა ჩვენც შევსულიყავით მობილურ ინდუსტრიაში და ჰოლდინგის არსებული თუ პოტენციური მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მობოლური მომსახურებები.


 


მნიშვნელოვანია ის რომ დიდ ბრიტანეთში არსებული სხვა ყველა მობილური ოპერატორისგან განსხვავებით ჩვენ ჩვენს აბონენტებს ვთავაზობთ ერთიანი ეკოსისტემის წევრობას, რაც გულისხმობს ჰოლდინგში არსებული სერვისების ექსკლუზიურ შეთავაზებებს.


 


ვეცადეთ ჩვენი ქართველი აბონენტებისთვის შეგვექმნა დამატებით არამატერიალური ღირებულება. შესაბამისად, ჩვენს ქართველ აბონენტებს 24 საათიანი სატელეფონო კონსულტაციას გაუწევენ  მშობლიურ – ქართულ ენაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ დისტანციური სერვისების გარდა მობინექსს ლონდონში გვაქვს 3 ფილიალი.


ჩვენი მომსახურების მიღება ცხადია შესაძლებელია დიდ ბრიტანეთში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც - იქნება ეს უკრაინელები, ფილიპინელები თუ თავად ბრიტანელი. მათთვის შემუშავებული გვაქვს ინდივიდუალური საკომუნიკაციო სტრატეგია და მათ საჭიროებებზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზებები.


ოპერირების პირველ ეტაპზე, ჩვენი მთავარი გამოწვევა და მისიაა, დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართველებ ემიგრანტებს ერთი ეკოსისტემის საშუალებით გავუმარტივოთ სამშობლოსთან კომუნიკაცია, რომ დაარღვიონ უხილავი საზღვრები."


მარიამ კაკაბაძე



mobineX–ის მმართველი პარტნიორი