none
როგორ შეიქმნა მობინექსი?

“როგორ შეიქმნა მობინექსი?”

სხვა სიახლეები

"ჩვენ ვართ დიდ ბრიტანეთში დარეგისტრირებული მობილური ოპერატორი, რომელიც თავისი საქმიანობისთვის  იყენებს ინგლსში არსებული უმსხვილესი მობილური ქსელის არსებულ ინფრასტრუქტურას.


ინგლისის ბაზრის შესწავლის შემდეგ ჩვენ დავიწყეთ რამოდენიმეთიანი კომუნიკაცია შესაძლო პარტნიორებთან და  შევარჩიეთ მობილური ოპერატორი – EE, რომელიც არის გიგანტი და ინოვატორი ამ სფეროში დიდ ბრიტანეთში. მათ ქსელს დიდ ბრიტანეთში აქვს ყველაზე სრულყოფილი დაფარვა, იდეალურად გამართული ინფრასტრუქტურა და უსწრაფესი ინტერნეტი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპანიამ პირველმა შემოიღო ინგლისის ტერიტორიაზე 5G ინტერნეტ მომსახურება.


მოლაპარაკების შედეგად ჩვენ  მოვიპოვეთ მათ ქსელზე დაშვება და შევქმენით ბრენდი mobineX–ი.ჩვენს მომხმარებლებს  შესაძლებლობა აქვთ სრულიად დისტანციურად მიიღონ მომსახურება, შეუკვეთონ ბარათი, მოახდინონ არსებული ნომრის პორტირება და აგრეთვე თვალი ადევნონ ანალიტიკურ ინფორმაციას პირად სივრცეში.  


კვლევების შედეგად დავადგინეთ – ადამიანებისთვის ხშირ შემთხვევაში არ სურთ არსებული მობილური ტელეფონის ნომერი და აქედან გამომდინარე ჩვენ მოვახდინეთ პორტირების პროცესის მაქსიმალურად გამარტივება და სრულყოფა. შესაბამისად მსურველებს შესაძლებლბა აქვთ სურვილის შემთხვევაში ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ შეინარჩუნონ არსებული ტელეფონის ნომერი, მარტივად დაპორტირდნენ თავიანთი ქსელიდან ჩვენთან და გახდნენ მობინექსის აბონენტები."


ნიკოლოზ ნადირაშვილი


mobineX–ის პროექტის ხელმძღვანელი