INTELIEXPRESS-ი წარმოადგენს პირველ ქართულ ფულადი გზავნილების სისტემას, რომელიც ლიცენზირებულია ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოსა და უკრაინაში. კომპანია 2006 წელს დაარსდა საქართველოში, საიდანაც დაიწყო მისი განვითარება და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი როგორც პირდაპირ – რამეთუ გააჩნია საკუთარი ქსელი საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, იტალიასა და საბერძნეთში – ასევე პარტნიორი ბანკების და პარტნიორი სისტემების მეშვეობით.
INTELIEXPRESS-ი აღჭურვილია კლიენტთა მონაცემთა ბაზების დაცვის გამოცდილი ტექნოლოგიებით და დასაქმებულთა სპეციალური სამუშაო პროცედურები ემსახურება კლიენტების ინფორმაციის კონფიდენციალურობის შენარჩუნებას. კომპანია აქტიურად თანამშროლობს OFAC-თან და იყენებს Dow Jones-ის მონაცემებს, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღმკვეთი პროცედურებისთვის.
რადგან INTELIEXPRESS–ი ჩვენი ჰოლდინგის წევრი კომპანიაა, მასთან ერთად ჩვენ, mobineX–ის მომხმარებლებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და შეთავაზებებეს საქართველოს მიმართულებით ფულად გზავნილებზე, რაც ცხადია დამატებითი უპირატესობაა ჩვენი აბონენტებისთვის.